გელა ხვედელიძეს ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა

შს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილე გელა ხვედელიძეს ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს მიიღო. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძეს ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროების საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილით გასული წლის ზაფხულში წაუყენეს. ხვედელიძე თავდაპირველად დააკავეს, ხოლო შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თანამდებობიდან მისი მოხსნის ერთ-ერთ მთავარ მოტივად სწორედ აღიშნული ბრალდება დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები