გია ვოლსკი: პრეზიდენტის არც ერთი სიტყვა სიმართლესთან ახლოს არ არის

“პრეზიდენტი რაც უფრო მეტ უხეშ და უზრდელურ განცხადებას გააკეთებს, უფრო მეტ ყურადღებას მიიქცევს”, -ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის არც ერთი სიტყვა სიმართლესთან ახლოს არ არის.

„გამოდის, რომ მთელი სახელმწიფო, თუ მსოფლიო არა, იმას ელოდება, მარგველაშვილი რას გააკეთებს. წინასაარჩევნოდ ასეთი განცხადებების კეთება სერიოზული პრობლემაა. მსგავსი განცხადებები სტაბილურობისთვის, სახელმწიფოსა და პრეზიდენტის იმიჯისთვის დამაზიანებელია. მისი არც ერთი სიტყვა სიმართლესთან ახლოს არ არის. პრეზიდენტი რაც უფრო მეტ უხეშ და უზრდელურ განცხადებას გააკეთებს, უფრო მეტ ყურადღებას მიიქცევს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, გიორგი მარგველაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობაზე პასუხის გაუცემლობით, ეხმარება როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე ოპოზიციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები