თეა წულუკიანი: „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ძლიერი და კონკურენტუნარიანი იქნება

„ვფიქრობ, „ქართულ ოცნებაში“ არიან ისეთი ადამიანები, წევრები, „ქართული ოცნების“ მომხრეები, რომ რომელიც არ უნდა დასახელდეს მათგან საპრეზიდენტო კანდიდატად, ნებისმიერი ძალიან ძლიერი და კონკურენტუნარიანი იქნება“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ვფიქრობ, „ქართულ ოცნებაში“ არიან ისეთი ადამიანები, წევრები, „ქართული ოცნების“ მომხრეები, რომ რომელიც არ უნდა დასახელდეს მათგან საპრეზიდენტო კანდიდატად, ნებისმიერი ძალიან ძლიერი და კონკურენტუნარიანი იქნება. ჩემი, როგორც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის ვალია, ყველა კანდიდატს შევუქმნა კონკურენტუნარიანი პირობები იმისთვის, რომ საჯარო მოხელეებმა არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნული პროცესი უკვე დაწყებულია.

„ეს პროცესი უკვე ჩართულია. როდესაც გიორგი მარგველაშვილი გადაწყვეტს, დააყენოს თავისი კანდიდატურა, საარჩევნო გარემო პრაქტიკაშიც ისეთი იქნება, რომ მას, „ქართული ოცნების“ და სხვა პარტიების კანდიდატებს ექნებათ თანასწორი პირობები და იქ გამოჩნდება, ვინ ვისზე ძლიერია. ამაზე პირველი ივლისიდან დავიწყეთ მუშაობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობაზე პასუხის გაუცემლობით ეხმარება როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე ოპოზიციას. მისი თქმით, დღეს რომ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადოს, „ქართული ოცნება“ შეარჩევს კანდიდატს, რომელიც შემდგომში ყველაზე სუსტი და მორჩილი პრეზიდენტი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები