დავით ზალკალიანი: პირველი ვიზიტის ადგილად ბრიუსელის არჩევა ადასტურებს რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგულია

 საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ პრემიერ მინისტრის რანგში პირველი ვიზიტის ადგილად ბრიუსელის არჩევა არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მოწინავე ადგილი უკავია.
ზალკალიანის თქმით, პრემიერ-მინისტრს კარგი შესაძლებლობა ჰქონდა ევროპელი პარტნიორებისთვის საქართველოს მთავრობის მიდგომები გაეცნო, და ესაუბრა ყველა იმ პრინციპზე, მათ შორის მცირე მთავრობის კონცეფციაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ პარლამენტში დამტკიცდა.
“ყველა ამ პრინციპმა და საქათველოს მთავრობის მიდგომებმა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა და მოწონება დაიმსახურა, და ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ყველა ამ მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კუთხით, ასევე საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების კიდევ უფრო ინტენსიური განვითარების თვალსაზრისით, ჩვენ გვექნება მათი შეუქცევადი მხარდაჭერა” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები