დავით ზალკალიანი: გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადება საქართველოში გატარებული რეფორმების აღიარებაა

მივესალმები გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანასთან დაკავშირებით, ეს არის კიდევ ერთი აღიარება იმ რეფორმების რომლებიც საქართველოში ვიზა-ლიბერალიზაციის მიღების შემდეგ ხორციელდება,-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად ოფიციალურად გამოცხადების შესახებ გერმანიის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
“ფაქტია, რომ საქართველო მხრიდან ხდება მყისიერი რეაგირება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების თითოეულ ფაქტზე. საქართველოს აქვს პოზიტიური დინამიკა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის კლების კუთხით, და ყველა ინიციატივა და ნაბიჯი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში გადადგა საქართველოს მთავრობამ მოწონებულია და მხარდაჭერილია გერმანელი პარტნიორების მხრიდან” – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები