პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტში დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. ეს კანონპროექტი, მის თანმდევ კანონპროექტთა პაკეტთან ერთად, პარლამენტარებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ წარუდგინა.
მისი თქმით, გრძელვადიან პერიოდში, დაგროვებითი პენსია სოციალურ პენსიასთან ერთად, მნიშვნელოვნად, 50 პროცენტამდე გაზრდის პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტს.
კანონპროექტი განსაზღვრავს დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს ვალდებულებებს საპენსიო შენატანების განხორციელებასთან დაკავშირებით. კანონპროექტი განსაზღვრავს დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო და ნებაყოფლობითი მონაწილეობის პრინციპებს.
სისტემაში სავალდებულო წესით ჩაერთვება ყველა დასაქმებული, ხოლო ნებაყოფლობით – ნებისმიერი თვითდასაქმებული.
საპენსიო შენატანი, გენერირებული საინვესტიციო ამონაგები და თავად საპენსიო განაცემები გათავისუფლებულია დაბეგვრისგან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები