თამარ ჩუგოშვილი: დიდი ხანია, დავით ჭიჭინაძე უმრავლესობაში საკუთარ თავს ვერ ხედავდა

უმრავლესობიდან გარიცხვას თავისი პროცედურა აქვს და ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, – ამის შესახებ დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა დავით ჭიჭინაძესთან დაკავშირებით განაცხადა.
ჩუგოშვილის თქმით, დიდი ხანია, დავით ჭიჭინაძე უმრავლესობაში საკუთარ თავს ვერ ხედავდა და სწორი იქნებოდა, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიეღო.
„აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა უმრავლესობაზე გვექნება. დავით ჭიჭინაძე პარლამენტის წევრად რჩება და მომავალში თავს სად მოიაზრებს, დამოუკიდებელ კანდიდატად თუ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, ეს მისი გადასაწყვეტია. უმრავლესობიდან გარიცხვას თავისი პროცედურა აქვს და ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება ლეგიტიმურად სამდივნოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა და მას შეუძლია, სამდივნოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოზე გაასაჩივროს. მათ შორის ჰკითხოს, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილების შესახებ იცოდა თუ არა და რა პოზიცია აქვს. მარტივად გაეცემა პასუხი, თუ გაასაჩივრებს. ეს არ არის პატარა გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, როცა პარტია პარლამენტის წევრის გარიცხვის გადაწყვეტილებას იღებს და ეს მარტივად არ ხდება. თვეების განმავლობაში, ამ ყველაფერს წინ კოლეგების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები უსწრებდა. დიდი ხანია, დავით ჭიჭინაძე უმრავლესობაში საკუთარ თავს ვერ ხედავდა და სწორი იქნებოდა, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიეღო. ვინაიდან არ მიიღო, პარტიამ მიიღო“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნებიდან“ ორი დღის წინ გარიცხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები