51-ე სკოლის მოსწავლეს, დ.ღ-ს ბრალი წაუყენეს

ხორავას ქუჩის სასტიკი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ ეპიზოდზე 51-ე სკოლის მოსწავლეს, დ.ღ-ს ბრალი წაუყენეს.
ბრალდებულის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ცრუ ჩვენება არ მიუცია.
მისივე თქმით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
მოზარდი, რომელიც გუშინ დააკავეს, 51-ე სკოლის საპირფარეშოში მომხდარ ინციდენტში და შემდეგ უკვე ხორავას ბნელ ფარდულში განვითარებულ მოვლენებშიც ფიგურირებს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები