გია ვოლსკი: ჩვენთან კრიტიკული აზრის გამოთქმის, კამათის არავითარი შეზღუდვა არ არსებობს

ჩვენთან კრიტიკული აზრის გამოთქმის, კამათის არავითარი შეზღუდვა არ არსებობს, არსებობს მთავარი ამოცანა, რომელიც აქვს ოპონენტ მხარეს – ეს არის დესტაბილიზაცია, – ამის შესახებ დეპუტატმა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნებიდან“ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის თაობაზე განაცხადა.
„ჩვენთან კრიტიკული აზრის გამოთქმის, კამათის არავითარი შეზღუდვა არ არსებობს, არსებობს მთავარი ამოცანა, რომელიც აქვს ოპონენტ მხარეს. ეს არის დესტაბილიზაცია და მმართველი გუნდის რყევა. ამ ნარატივში კარგად ჯდება ის იდეა, რომელიც წამოაყენა დავით ჭიჭინაძემ. არა მგონია, მის მიერ განგებ კეთდებოდეს, მგონი თავის შეხედულებით აკეთებს ამას, მაგრამ რეალურად პრობლემა ნამდვილი ეს არის და არა ფრაქციის შექმნაზე ჭორაობა. „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი ეს არის და ამას ემთხვევა ის, რასაც დათო ჭიჭინაძე აკეთებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნებიდან“ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილების შესახებ იცოდა.
„ბიძინა ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება, რა საკვირველია, იცოდა“, -აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები