„ბრიუსელში პრემიერის ვიზიტისას გამართული შეხვედრები ადასტურებს ნატოსა და ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას“

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის სოფიო ქაცარავას შეფასებით, ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ვიზიტის დროს გამართული მაღალი დონის შეხვედრები და ყველა გზავნილი ადასტურებს ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან ძალიან მყარ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
მისი თქმით, დონალდ ტუსკთან შეხვედრაზე კვლავ დადასტურდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებული ნაბიჯები.
„ნატოს სამიტის დასრულებიდან სულ რაღაც ერთ კვირაში პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან, ისევე როგორც თვითონ ნატოს სამიტის შედეგები ასახავს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ალიანსისთვის, როგორც პოლიტიკურ, ასევე უსაფრთხოების კონტექსტში. დონალდ ტუსკთან შეხვედრაზე კვლავ დადასტურდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებული ნაბიჯები. ჩვენი ამოცანაა, დავაჩქაროთ და უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი“, -განაცხადა ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები