დავით ბაქრაძე: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებით რუსეთი დაკარგავს საკუთარ გავლენას და ქვეყანა იქნება დაცული

“საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებით რუსეთი კიდევ უფრო დაკარგავს საკუთარ გავლენას და რაც მთავარია, საქართველო იქნება დაცული უსაფრთხო ქვეყანა, როგორიც დღეს არიან ევროპული ქვეყნები”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პუტინის განცხადებები და შანტაჟი მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო არ იყოს წარმატებული.
„საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მოჰყვება ზუსტად იგივე შედეგი, რაც მოჰყვა აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისპირეთისა და ბალკანეთის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებას. კერძოდ, რუსეთი კიდევ უფრო დაკარგავს საკუთარ გავლენას და რაც მთავარია, საქართველო იქნება დაცული უსაფრთხო ქვეყანა, როგორიც დღეს არიან ევროპული ქვეყნები. პუტინის მთელი ეს განცხადებები და შანტაჟი მიმართულია სწორედ იქითკენ, რომ არ დაუშვას საქართველოს დაცულობა, არ დაუშვას საქართველოს წარმატება, არ დაუშვას საქართველოს შესვლა ევროატლანტიკური ქოლგის ქვეშ. ჩვენი პასუხი უნდა იყოს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად სწორედ იმის გაკეთება, რაც არ უნდა რუსეთს – საქართველოს ნატო-ში შეყვანა და ამ გზით ამ ქვეყანაში სიმშვიდის, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა”, – განაცხადა დავით ბარქაძემ.
ცნობისათვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთის ქვეყნებს ურჩევს, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში, შესაძლო შედეგებზე დაფიქრდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები