სოფო კილაძე: შემწეობების სისტემის რეფორმით ჩვენი ხელისუფლება ძალიან ბევრ ადამიანს მისცემს შანსს სიღარიბიდან ამოვიდნენ

0

„შემწეობების სისტემის რეფორმით ჩვენი ხელისუფლება ძალიან ბევრ ადამიანს მისცემს შანსს ამოვიდნენ სიღარიბიდან“, – ამის შესახებ სოფო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა სახალხო დამცველის ანგარიშს მოუსმინ
დეპუტატმა ისაუბრა შემწეობის სისტემის გადახედვის საჭიროებაზე. სოფო კილაძის თქმით, მისთვის, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისთვის და მაჟორიტარი დეპუტატისთვის, პრინციპული მნიშვნელობისაა მოქალაქეთა წუხილის გაზიარება არსებული ხარვეზიანი სისტემის მიმართ.
„ზოგი ვერ საქმდება იმის შიშით, რომ მოეხსნება შემწეობა, ზოგიც თვლის, რომ მიუხედავად სიდუხჭირეში ცხოვრებისა, მოეხსნა ეს დახმარება. არსებული სისტემით, ეს ადამიანები განწირულნი არიან მთელი ცხოვრება სიღარიბისა და უმოქმედობისთვის, რომლებსაც თვითრეალიზება გაუჭირდებათ. უფრო მეტიც, არა მარტო ისინი, არამედ მათი ოჯახებიც.
შემწეობების სისტემის რეფორმით ჩვენი ხელისუფლება ძალიან ბევრ ადამიანს მიცემს შანსს ამოვიდნენ სიღარიბიდან და მოახდინონ ჩვენს საზოგადოებაში თვითრეალიზება. ამიტომ, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს“,-განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი