ირაკლი კოვზანაძე: საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა 23 ათას ფიზიკურ პირს ცხოვრებას გაუადვილებს

„საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც დადებითად აისახება მეწარმეებზე, ისინი ეკონომიკურ აქტივობას დაუბრუნდებიან და დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნიან“,- ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ დღეს პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი შესაბამისი ცვლილება პირველი მოსმენით განიხილეს.

„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 27 ათასი გადამხდელიდან, რომელიც ამ ცვლილებით ისარგებლებს,  23 ათასი – ფიზიკური პირია. დავალიანების ჩამოწერა ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს არა მარტო ეკონომიკური საქმიანობა,  არამედ, ზოგადად, ცხოვრება გაუადვილდებათ.  ზოგიერთ მათგანს აქამდე, შესაძლოა, ტელეფონის განვადებით ყიდვაც კი არ შეეძლო“,- აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება, ითვალისწინებს  გადამხდელებისთვის 2013 წლის პირველ იანვრამდე დაგროვილი საგადასახადო დავალიანებისა და მასზე დარიცხული საურავების სრულ ჩამოწერას. აღნიშნული დავალიანების ჯამური მოცულობა –  550 მილიონი ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები