ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ადამიანის უფლებების მდგომარების შესახებ ანგარიში წარადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებების მდგომარების შესახებ პარლამენტში ანგარიში წარადგინა. მან ყურადღება, ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე, ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და არსებულ ნარკოპოლიტიკაზე გაამახვილა.
„პრობლემას წარმოადგენს პატიმრებს შორის ძალადობა, ციხის კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობა. დიდი ზომის სასჯელაღსრულების დაწესებულებები არ იძლევა პატიმრის სათანადოდ მეთვალყურეობის შესაძლებლობას. საბჭოთა მემკვიდრეობა ბევრი რამით აფერხებს საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას და ერთ-ერთი ასეთი შემაფერხებელი საპატიმრო დაწესებულებების არქიტექტურაა.
ფსიქიატრიულ დაწესებულებათა უმეტესობა პრივატიზებულია. მართალია სათემო სერვისების განვითარებისა და დეინსტიტუციონალიზაციის თანმიმდევრული პოლიტიკა აუცილებლად უნდა განხორციელდეს, მაგრამ ამავდროულად საჭიროა ფინანსური რესურსის მობილიზება და დაწესებულებების გარემონტება იმ დონემდე, რომ ადამიანების ყოფამ მინიმალური მოთხოვნები დააკმაყოფილოს”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
როგორც მან აღნიშნა, უმკაცრესი ნარკოპოლიტიკის მიუხედავად, ყოველწლიურად ბევრი ადამიანი კვდება ნარკოდამოკიდებულების გამო, რაც ცვლილებების აუცილებლობას ადასტურებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები