არჩილ თალაკვაძე: არსებობს თამაშის წესები, რომლის დარღვევის უფლებასაც არავის მივცემთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დეპუტატ დავით ჭიჭინაძის “ქართული ოცნებიდან” გარიცხვის საკითხს გამოეხმაურა.
როგორც მან განაცხადა, არსებობს თამაშის წესები, პრინციპები რომლის დარღვევის უფლებაც არავის არ აქვს.
“როცა შენი გუნდის წინააღმდეგ აღმოჩნდები შეტევაში, არ უნდა გაგიკვირდეს თუ ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება. არსებობს ელემენტარული თამაშის წესები, პრინციპები რომლის დარღვევის უფლებასაც არავის მივცემთ. თუ ეს გამეორდება მომავალში, იქნება კიდევ უფრო მკაცრი პასუხი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები