,,ქართული ანბანის კალენდარული სათვალავი” – ლიტერატურის მუზეუმში რამაზ პატარიძის ლექცია გაიმართება

21 ივლისს, 17:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში, რამაზ პატარიძის ლექცია –  ,,ქართული ანბანის კალენდარული სათვალავი” გაიმართება.
როგორც „კვირას“ ლიტერატურის მუზუმიდან აცნობეს, ლექციის დასრულები შემდეგ რამაზ პატარიძე უპასუხებს დამსწრეთა შეკითხვებს.
რამაზ პატარიძემ მთელი ცხოვრება შეალია იმის კვლევას, ქართული დამწერლობა მეხუთე საუკუნიდან იწყება თუ ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნიდან.
რამაზ პატარიძე საქართველოს საპატრიარქოს, წმინდა ანდრიას პირველწოდებული სახელობის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს: ქართულ დამწერლობაზე, ქართულ წელთაღრიცხვაზე, მზისა და მთვარის კალენდარზე. მისი ლექციები იწერება, რომ შემდეგ სტუდენტებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები