ოდესაში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნება
18 ივლისს, ოდესის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია–სემინარი გაიმართა, რომელსაც ოდესის ოლქის ბიბლიოთეკარები დაესწრნენ.
როგორც „კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, 19 ივლისს ოდესაში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნება. ეროვნული ბიბლიოთეკა მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის საქართველოს საკონსულოს.
ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ოდესის ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური გამოცემები, მათ შორის მეცხრამეტე საუკუნის ქართული გამოცემებიც დაათვალიერეს. აქ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქართული გამოცემების კოლექციაა დაცული.
მხარეები მომავალი თანამშრომლობის გეგმებზეც შეთანხმდნენ.