„ზაფხულის გარეჯული საღამოები“ იწყება
24 -27 ივლისს, საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების დირექცია და ხელოვნების სკოლა ,,მირელა“ კულტურის სახლთან არსებულ სკვერში საზაფხულო ფესტივალს გამართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საგარეჯოში „ზაფხულის გარეჯული საღამოები“ იწყება.
24 ივლისი – საესტრადო მუსიკის კონცერტი;
25 ივლისი – პოეზიის საღამო, თავისუფალი ხატვა;
სპორტული შეჯიბრება ჭადრაკსა და შაშში;
26 ივლისი – თოჯინების თეატრის სპექტაკლი;
მულტფილმის ჩვენება;
27 ივლისი – ფოლკლორის დღე, ფესტივალის დახურვა.
დასაწყისი 20:00 საათზე.