დღეს „შავი ზღვის არენაზე“ ლეგენდარული რობერტ პლანტის კონცერტი გაიმართება

19 ივლისს, 18:00 საათზე, „შავი ზღვის არენაზე“ „ლედ ზეპელინის“ სოლისტი, ლეგენდარული რობერტ პლანტი კონცერტს გამართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონცერტი “შავი ზღვის ჯაზფესტივალის” ფარგლებში გაიმართება და რობერტ პლანტი გახსნის. რობერტ პლანტი და მისი ბენდი უკვე საქართველოში არიან.
ბილეთების ფასი 60 ლარიდან იწყება.
შავი ზღვის მე-12 ჯაზფესტივალი 19-22 ივლისს გაიმართება.
19-22 ივლისს შავი ზღვის სანაპირო ლეგენდარული მუსიკოსების კონცერტებს უმასპინძლებს. „შავი ზღვის არენიდან“ ფესტივალი ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გადაინაცვლებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები