სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარი „ინგა“ ლიეტუვის ფონდის რჩეული პროექტი გახდა

 სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარი „ინგა“ ლიეტუვის ფონდის რჩეული პროექტი გახდა და კოპროდუქციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაფინანსება მიიღო.
სცენარის ავტორის მარი ბექაურის ინფორმაციით, “ინგა” გამარჯვებისთვის 53 პროექტთან ერთად იბრძოდა.
მარი ბექაური ფილმ „8 წუთის“ სცენარის ავტორია, რომელიც კომპანია Sibler Films-ის სადებიუტო პროექტია. ფილმმა 6 საერთაშორისო კინოფესტივალში გაიმარჯვა – ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის შემქმნელები წარმატებით აგრძელებენ მოღვაწეობას და ახალი ფილმის გადასაღებად ემზადებიან.
კომპანია Sibler Films აერთიანებს რეჟისორებს: გიორგი გოგიჩაიშვილს, დათო აბრამიშვილს. სცენარისტებს: მარი ბექაურის, ზაზა კოშკაძეს. პროდიუსერებს: გეგა ხმალაძეს, მაგდა დათუაშვილს. მათთან ერთად “ინგას” პროდიუსერია  ციაკო აბესაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები