ანსამბლი „შავნაბადა“ ლანჩხუთსა და ქობულეთში კონცერტებს გამართავს
21 ივლისს, 18:00 საათზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში სოლო კონცერტს გამართავს ანსამბლი „შავნაბადა“.
ხოლო 22 ივლისს, 19:00 საათზე, კონცერტი დაგეგმილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, თბილისური ფოლკლორული ანსამბლები ფესტივალის – „ბაღია ჩვენი ქვეყანა“ ფარგლებში კონცერტებს მართავენ რეგიონებში.
ფესტივალი ხორციელდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით.
ფესტივალის ფარგლებში საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ექვსი თბილისური ანსამბლი ჩაატარებს კონცერტებს.
მონაწილეობენ ანსამბლები:
„ადილეი“, „ანჩისხატი“, „დიდგორი“, „იალონი“, „ნანინა“, „შავნაბადა“.
კონცერტები გაიმართბა მუნიციპალიტეტებში:
ზესტაფონი, კასპი, ყვარელი, ბორჯომი, მცხეთა, ბოლნისი, საჩხერე, დუშეთი, ფოთი, წალენჯიხა, მესტია, სამტრედია, ქუთაისი, ბაღდათი, ცაგერი, ლენტეხი, ლანჩხუთი, ქობულეთი, ახალქალაქი, ონი, ამბროლაური, ჩოხატაური, ოზურგეთი, დედოფლისწყარო, ქედა, ბათუმი, გორი, თელავი, ხულო, შუახევი.
კონცერტებს “Check in Georgia” წარმოადგენს.