„ნიქოზში, საზღვართან“ – ნინო ხოფერიას ფილმის ჩვენება და განხილვა გაიმართება

19 ივლისს, 17:30 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში (კინოდარბაზი) გაიმართება ნინო ხოფერიას ფილმის – „ნიქოზში, საზღვართან“ განხილვა.

მარი აბრამიშვილი

როგორც „კვირას“ პოეტმა და ფილმის ჩვენების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მზია ხეთაგურმა განუცხადა, ნიქოზში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიასთან გადაღებული ფილმი მიმდინარე პროცესებზეა, ოსებისა და ქართველების სამომავლო პერიპეტიებზე.
„ქართლის რეგიონში, ნიქოზის ერთ-ერთი უძველეს საეპისკოპოსო რეზიდენციაში გაიმართა სპექტაკლი პოეტ მარი აბრამიშვილზე. შემდეგ  გაიმართა განხილვა და შთაბეჭდილებების გაზიარება. სიტყვით გამოვიდნენ სტუმრები.
ნიქოზში ფილმის ჩვენების იდეა მაშინ დამებადა, როდესაც საჩხერის ლიტერატურულმა თეატრმა საჩხერეში უჩვენა რეპრესირებული პოეტისადმი, მარი აბრამიშვილისადმი მიძღვნილი ხსენებული სპექტაკლი. ეს არის სპექტაკლი პოეტ-ქალბატონზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, აქტიური პოზიციისთვის იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. მე ჩავთვალე, რომ ეს სპექტაკლი სწორედ ნიქოზში უნდა გვეჩვენებინა და ჩავიყვანე ის მსახიობები საზღვართან. მაშინ გადაიღო ფილმი საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ჟურნალისტმა და მრავალი საინტერესო ფილმის ავტორმა ნინო ხოფერიამ“, –  აღნიშნა  მზია ხეთაგურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები