თინათინ მოსიაშვილთან სალონური შეხვედრა გაიმართება
19 ივლისს, 19:00 საათზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, გაიმართება სალონური შეხვედრა თინათინ მოსიაშვილთან.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებიდან აცნობეს, გრძელდება სალონური შეხვედრების ციკლი. საღამოს უძღვება ჟურნალისტი, გეოგრაფი, მოგზაური, ფეისბუქჯგუფის – „მეგობრებთან ერთად აღმოაჩინე საქართველო“ -დამფუძნებელი თინათინ მოსიაშვილი.
სტუმარი დეტალურად მოყვება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და განსაკუთრებით საქართველოს მთიანეთში საკუთარი მრავალწლიანი მოგზაურობის შესახებ.
თინათინი წლების მანძილზე ეცნობოდა და ფართო საზოგადოებისთვის აშუქებდა თუშეთის, ხევსურეთის, ფშავის, მთიულეთის, ხევის, თრიალეთის, სამცხე – ჯავახეთის, მთიანი აჭარის, რაჭა – ლეჩხუმის, სვანეთისა და სხვათა ამბებს.
მისამართი: ჩახრუხაძის 17.