ივანე მაჭავარიანი კატერინა მატერნოვას შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ კატარინა მატერნოვამ ფინანსთა სამინისტროში გამართული მოლაპარაკებისას საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის გაწეული დახმარების მნიშვნელობას როგორც საბიუჯეტო მხარდაჭერის, ისე საინვესტიციო პროექტების მიმართულებით.

თავის მხრივ, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ, ფინანსთა მინისტრს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მზაობას, კვლავ გააგრძელოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობა, ასევე სტრუქტურული რეფორმების განხორციელება.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების მდგომარეობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა  მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებზე და ამ მიმართულებით საგარეო საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული ახალი ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობაზე. საუბარი, ასევე, შეეხო იმ შესაძლებლობებს, რომელიც საქართველოს აქვს როგორც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით, ასევე, ენერგოეფექტურობის პოლიტიკის მიმართულებით.

მხარეებმა ასევე, განიხილეს ევროკომისიასთან თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები