ივანე მაჭავარიანი OECD-ის საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია OECD-ის საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა პასკალ სან-ამანსიმ შეხვედრაზე საქართველოსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას (OECD) შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრა თბილისში OECD-ის რეგიონალური ფორუმის ფარგლებში შედგა.

შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო დაბეგვრის დღის წესრიგში არსებული წარმატებები და გამოწვევები განიხილეს. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საგადასახადო მიმართულებით ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა, რომ ქვეყანა წარმატებით განხორციელებული რეფორმების წარმატებული მაგალითია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ გააგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საგადასახადო პოლიტიკის გაუმჯობესებას, საერთაშორისო დაბეგვრის სისტემის რეფორმირების პროცესში საერთო მიდგომების შემუშავებას.

შეხვედრაზე OECD-ის საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა მადლობა გადაუხადა ფინანსთა მინისტრს საქართველოსა და OECD-ს შორის პარტნიორობისთვის, ასევე თბილისში რეგიონალური ფორუმის მასპინძლობისთვის. მისი თქმით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია მზადაა გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოსთან.

შეხვედრას ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები