თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია

100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სერჯო მატარელა ეწვია. უნივერსიტეტში პრეზიდენტმა საქართველო-იტალიის მეგობრობის ამსახველი გამოფენა დაათვალიერა და აკადემიური წრეებისა და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი და იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იტალიის პრეზიდენტმა საქართველო-იტალიის ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით ხანგრძლივ მეგობრობასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა.
იტალია-საქართველოს ურთიერთობასა და განხორციელებულ ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებზე ისაუბრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა. მინისტრმა დადებითად შეაფასა არსებული თანამშრომლობა და მადლობა გადაუხადა იტალიის მხარეს მხარდაჭერისთვის. მიხეილ ბატიაშვილი უახლოეს გეგმებსაც შეეხო და მომავალი ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის მზაობა დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები