ფოლკლორის ცენტრში მეგი გვენეტაძისა და მისი ხატვის მოყვარულთა ჯგუფის გამოფენა გაიხსნება

 19 ივლისს, 19:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში,  მხატვარ მეგი გვენეტაძისა და მისი ხატვის მოყვარულთა ჯგუფის ერთობლივი გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოიფინება გამოყენებითი და ხელოვნების დეკორატიული და გრაფიკული ნამუშევრები.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მეგი გვენეტაძის მიერ მოხატული დეკორატიული სარკეები და მისი მოსწავლეების მიერ შესრულებული სხვადასხვა დეკორატიული ნივთები და გრაფიკული ნამუშევრები.
მეგი გვენეტაძე ორიგინალური ხედვისა და ხელწერის ხელოვანია. მისი ნამუშევრები გამოირჩევა მრავალფიგურიანი კომპოზიციებით, მკაფიო ფერებითა და უჩვეულო ხაზებით.
გამოფენა 26 ივლისს დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები