ნეაპოლის სან კარლოს საოპერო თეატრში ნინო სურგულაძის და გიორგი ანდღულაძის მონაწილეობით “რიგოლეტო” გრძელდება
ნეაპოლის სან კარლოს საოპერო თეატრი 25 ივლისამდე ლეგენდარული ჯუზეპე ვერდის “რიგოლეტოს” წარმოადგენს.
სპექტაკლში ორი უნიჭიერესი ქართველი საოპერო მომღერალი, მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე და ბანი გიორგი ანდღულაძე მონაწილეობენ.
ინფორმაციას იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
“რიგოლეტოს” პრემიერა 14 ივლისს გაიმართა და მან დიდი წარმატებით ჩაიარა.