რიმა ბერაძემ ჩუღურეთში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულა

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, დღეს, ხუდადოვის 173-ში  მცხოვრებ ღუბელაძეების ოთხშვილიან ოჯახს ეწვია, რომელიც საცხოვრებელი ფართის დაკანონებას ითხოვს.

რიმა ბერაძემ მათ მთავრობის მიერ დადგენილი პროცედურები გააცნო და განუმარტა, რომ რიგითობის მიხედვით, თანმიმდევრულად,  დაკანონებისთვის საჭირო პროცედურების წარმოება დაიწყება.

„ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ რაიონში მცხოვრები ქალების, განსაკუთრებით კი მრავალშვილიანი დედების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. იმისათვის რათა შესაბამისად დავეხმაროთ,  ვცდილობთ, ხშირად მოვინახულოთ და ადგილზე გავეცნოთ მათ მდგომარეობას“,-  განაცხადა რიმა ბერაძემ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მისი მუშაობის ერთ-ერთი სამიზნე აუდიტორია ქალები და მრავალშვილიანი დედებია და მათ დასახმარებლად ყველა შესაძლო ბერკეტს იყენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები