ტყიბულში მეშახტეები შახტის დახურვას აპროტესტებენ

არ ვიზიარებთ პოზიციას, რომ შახტა დაიხუროს ტყიბულში – ამის შესახებ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტთან შეკრებილმა მეშახტეებმა განაცხადეს, სადაც ისინი საპროტესტო აქციას მართავენ.

მეშახტეები შახტში უსაფრთხოების ზომების დაცვას და კომპანიის ხელმძღვანელობის შეცვლას ითხოვენ.

„ეს შახტა მთელ ქალაქს ინახავს. დახურვის შემდეგ მთელი ტყიბული პარალიზებული იქნება. ჩვენ გვყავს ოჯახები და შვილები, ასევე გვაქვს ფინანსური ვალდებულებები და შახტის დახურვა არ შეიძლება“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტამ მუშაობა დროებით შეაჩერა.

შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში ხელფასი აუნაზღაურდებათ.

ტყიბულში, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, გუშინ დილით მომხდარი აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები