ლევან კოღუაშვილის დოკუმენტურ ფილმს ოდესის კინოფესტივალზე, არასაკონკურსო პროგრამაში უჩვენებენ
ლევან კოღუაშვილის დოკუმენტურ ფილმ „გოგიტას ახალ ცხოვრებას“ ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე, არასაკონკურსო პროგრამაში უჩვენებენ.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმს ფესტივალის სტუმრები 18 ივლისს ნახავენ.
ფილმი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. სოციალურ დრამას სპეციალური ჩვენების ფარგლებში, ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელიც ციხეში გატარებული 14 წლის შემდეგ ცდილობს, დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას. მისი სურვილები საკმაოდ მოკრძალებულია, საკუთარი სახლი და კარგ ქალზე ქორწინება.
ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ- ერთი პრესტიჟული ფორუმია.
მას რამდენიმე საკონკურსო პროგრამა აქვს: ნაციონალური მხატვრული ფილმები, ნაციონალური მოკლემეტრაჟიანი ფილმები, ევროპული დოკუმენტური კინო და საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები.