დავით მაღრაძის ახალი კრებული – „ნაფეხურები წყალზე“ Amazon.com-ზე იყიდება

0

პოეტ დავით მაღრაძის ამერიკული წიგნი Footprints on Water („ნაფეხურები წყალზე“) Amazon.com-ზე გამოჩნდა. მისი შეძენა საიტზე 19.99 დოლარად არის შესაძლებელი.

წიგნის პრეზენტაცია წინანდლის შემდეგ, ნიუ-იორკში, წიგნის მაღაზიის Barnes and Noble-ის ისტორიულ შენობაში, 2289 Broadway -ზე გაიმართება. როგორც ცნობილია პოეტსა და უმსხვილეს ამერიკულ გამომცემლობა Rare Bird Books-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც გამომცემლობა წიგნის პოპულარიზაციას უზრუნველყოფს.

როგორც გამომცემლობა Rare Bird Books-ის პრეზიდენტმა ტაისონ კორნელმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, დავით მაღრაძის წიგნის პრეზენტაცია 50-ვე შტატში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი