ზვიად ძიძიგური: ხალხის ნებას პატივი უნდა სცეს ყველამ, მითუმეტეს პრეზიდენტმა

0

„აჭარის არჩევნები მოიგო “ქართულმა ოცნებამ” და იმ უმაღლეს საბჭოს აქვს პრეროგატივა მთავრობა და მისი მეთაური დაასახელოს, რომელიც აჭარაში მოქმედებს“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა ის მოსაზრებაც უნდა გაითვალისწინოს, რომელიც აჭარის უზენაეს საბჭოს აქვს.
„რა თქმა უნდა პრეზიდენტს აქვს კანონით მინიჭებული ის უფლება რომ მან კონსულტაციები ჩაატაროს სხვადასხვა ჯგუფებთან, მაგრამ მან უნდა გაითვალისწინოს ის მოსაზრება რომელიც აჭარის უზენაეს საბჭოს ააქვს. სხვაგვარად ჩვენ უბრალოდ დავინახავთ რომ პრეზიდენტი ისევ ეჭიდება თავის ფორმალურ უფლებებს, რომელიც მას გააჩნია კონსტიტუციის მიხედვით. რჩება შთაბეჭდილება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბატონი მარგველაშვილი მეხუთე წელია პრეზიდენტის პოსტს იკავებს, კონსტიტუცია ჯერ კიდევ არ აქვს ბოლომდე გათავისებული. რაც შეეხება აჭარაში პოლიტიკური ან სხვა ტიპის კრიზისი – ეს მოდით ყველამ ერთად კატეგორიულად გამოვრიცხოთ”,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ზვიად ძიძიგურმა.
მისი თქმით, ხალხის ნებას პატივი უნდა სცეს ყველამ და მითუმეტეს პრეზიდენტმა.
„ხალხმა გადაწყვიტა აერჩია აჭარის უზენაესი საბჭო ისეთი შემადგენლობით როგორი შემადგენლობითაც აირჩია. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა, როდესაც ხალხზე აპელირებას ვაკეთებთ მაშინ უნდა დაუჯერო, რასაც ხალხი გეუბნება, ეს არის ძალიან მარტივი და მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს – აცხადებს ზვიად ძიძიგური.

კომენტარები

კომენტარი