„საქართველოში არსებული ბიზნესკლიმატი იძლევა შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი ადგილი საერთაშორისო ბიზნესის წარმოებისათვის“
„საქართველოში არსებული ბიზნესკლიმატი და მოქმედი საგადასახადო რეჟიმები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი ადგილი საერთაშირისო ბიზნესის წარმოებისათვის“,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ვხდებით ლოგისტიკური ჰაბი. გვინდა რომ ფინანსური ჰაბიც გავხდეთ. ონლაინ რეჟიმში უნდა შეეძლოთ დასავლურ კომპანიებს, გახსნან საბანკო ანგარიში საქართველოში და სრულფასოვანი ოპერაციები გააკეთონ ისე, რომ საქართველოში არც ჩამოვიდნენ“,- განაცხადა მაჭავარიანმა.
როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა და მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება გადადგმული მომავალშიც.
„შეიქმნება სპეციალური საგადასახადო რეჟიმები, რომელიც განსაკუთრებით მიმზიდველი იქნება მულტინაციონალური კომპანიებისათვის დააფუძნონ რეგიონალური ოფისები, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას“,- აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.