ივანე მაჭავარიანი: სამართლიანი ადმინისტრირების კუთხით დაგეგმილია მნიშვნელოვანი ცვლილებები

„არსებული საგადასახადო ჯარიმების სისტემები გადაიხედება და გახდება უფრო მეტად ორიენტირებული გადასახადებისგან თავის არიდების პრევენციაზე“,- ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ჯარიმების სისტემების გადახედვის ინიციატივით უახლოეს მომავალში გამოვა.

“საგადასახადო ტვირთი საქართველოში დაბალია,  ჩვენი საგადასახადო სისტემა არის  ძალიან ლმობიერი,  მაგრამ ჯარიმების კუთხით არის დისპროპორციული. სასჯელი არ არის დარღვევის პროპორციული. როგორც აღვნიშნე, უახლოეს პერიოდში ჩვენ გამოვალთ  საგადასახადო ჯარიმების სისტემების გადახედვის ინიციატივით”,-  განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები