„საქართველო იყო „ღია მმართველობის პარტნიორობის” რიგითი წევრი, დღეს კი ჩვენი რეფორმების წყალობით, 76 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის თავმჯდომარეა“

„საქართველო იყო „ღია მმართველობის პარტნიორობის” ერთი რიგითი წევრი, დღეს კი ჩვენი რეფორმების წყალობით 76 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის თავმჯდომარეა“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას განაცხადა.
„რეფორმები, რომლებმაც საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმატება მოუტანა, იყო ის, რომ − როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, თქვენ ყველას გახსოვთ, „ღია მმართველობის პარტნიორობის” ფარგლებში საქართველო იყო ერთი რიგითი წევრი. დღეს საქართველო ამ რეფორმების შედეგად, ელექტრონული მმართველობის სფეროში ძალიან დიდი პროგრესის შედეგად, ღიაობისა და გამჭვირვალობის გამო გახლავთ ამ ორგანიზაციის არა რიგითი წევრი, არამედ 76 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა. ეს არის საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენ მიერ მიღწეული წარმატება”,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები