ამირან სალუქვაძე: ნატოსთან მიმართებაში ნიჰილიზმის განწყობა არ უნდა შემოგვქონდეს

საზოგადოებაში ნატოსთან მიმართებაში ნიჰილიზმის განწყობა არ უნდა შემოგვქონდეს, –
ამის შესახებ ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე აცხადებს.

ამირან სალუქვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს სამიტის შესახებ ისუბრა. მისი თქმით, ნატოსთან დაკავშირებით, ყველა უარყოფითი განცხადება ხალხის განწყობაზე ცუდად მოქმედებს.

„ამ სამიტს ნორმალურად შევაფასებდი. ეს არ არის ჩვენთვის არც რაღაც განსაკუთრებული წარმატება და არც წარუმატებლობა, როგორც აფასებენ ხოლმე, მოვისმენე უამრავი შეფასება ამ თემასთან დაკავშირებით, ველოდი, რომ უფრო მეტი პოზიტივი იქნებოდა განსაკუთრებით ოპოზიციურ სპექტრში. რადგან ყველა ეს უარყოფითი განცხადება ცუდად მოქმედებს ხალხის განწყობაზე. ის ადამიანები, ის პოლიტიკოსები, საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლების ამ კურისის მომხრეები ვართ გაცილებით სხვა პათოსით უნდა ვსაუბრობდეთ. არ უნდა შემოგვქონდეს საზოგადოებაში ნიჰილიზმის განწყობა ნატოსთან მიმართებაში”, – განაცხადა სალუქვაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, რა ხდება ნატოში და ზოგადად, მსოფლიოში.
„უნდა გავაანალიზოთ, რა ხდება ამერიკა-ევროპას შორის ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ და როგორი დაძაბული ურთიერთობაა. უნდა დავაკვირდეთ იმ სავაჭრო ურთიერთობებს რომელსაც, ფაქტიურად, უკვე სავაჭრო ომს ეძახიან როგორც ამერიკა ევროპას, ამერიკა ჩინეთს შორის, იმ დაძაბულობებს, რაც ევროპის თანამშრომლობას, განსაკუთრებით გერმანიის თანამშრომლობას, ახლავს რუსეთთან ენერგოსფეროში, პრობლემების ამ სპექტრს უნდა დავაკვირდეთ. სამიტი ამ ფონზე იყო და როგორ წარმოგიდგენიათ, რაიმე სერიოზული გარღვევა იქნებოდა ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით?
მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ სამიტზე საქართველო და უკრაიანა პირველი პირებით ოფიციალურად იყო წარმოდგენილი და ფაქტობრივად, სრულყოფილად მონაწილეობას იღებდა სამიტის მუშაობაში. იყო უმაღლესი დონის შეხვედრები საქართველოს პირველ პირთან, მათ შორის შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტთან, ნატოს გენერალურ მდივანთან“- განაცხადა სალუქვაძემ.

მისივე თქმით, ის განცხადებები, რაც სამიტზე ლიდერების მხრიდან გაკეთდა, არაფრით ჩამოუვარდება იმ განცხადებებს, რაც წინა სამიტებზე კეთდებოდა.

„გაცხადებულია, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები ოკუპირებუილი ტერიტორიებიდან, გაცხადებულია, რომ ნატო ღიად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მიუხედავად ტერიტორიული პრობლემებისა, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. წერტილი დაესვა იმ ეჭვებს, იმასთან დაკავშირებით, რომ ტერიტორიული პრობლემების შემთხვევაში საქართველო ვერ გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა. ამის გვერდის ავლის მექანიზმები არსებობს და ესეც სწორად უნდა განვუმარტოთ მოსახლეობას.
არ მომეწონა და არ მოვერიდე კრიტიკას, გუშინდელმა ქილიკით აღსავსე სათაურმა Эхо Кавказа-სი აღმაშფოთა, მოვუწოდებთი „რადიო თავისუფლების“ რედაქციას, გადახედონ ამ პროექტს, მათთან ერთობლივი პროექტია. ასეთი პროექტები , ვაკვირდები და სავსეა ქილიკით ჩვენი ქვეყნის წარმატებებთან დაკავშირებით და გუშინდელი სათაურიც (Грузины в Брюсселе впечатлили Трампа. Но не больше) იყო ქილიკით სავსე. შევწყვიტოთ ქილიკი ამასთან დაკავშირებით ყველამ, ვისთვისაც ღირებულია ის კურსი , რომელ კურსსაც ვადგავრთ, რადგან ალტერნატივა ამ კურსს არ გააჩნია“- განაცხადა სალუქვაძემ.
ცნობისთვის, 11-12 ივლისს, ბრიუსელმა ნატო-ს სამიტს უმასპინძლა. ნატოს ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში, რომელიც 11 ივლისს გამოქვეყნდა, საქართველოსთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი MAP-ის, როგორც ნატოში ინტეგრაციის განუყოფელი პროცესის, საშუალებით.

ალიანსის გენერალური მდივანმა განაცხადა, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება.
„საქართველო გახდება ნატოს წევრი. ალიანსის წევრებმა გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეს. ჩვენ თქვენთან ერთად გავაგრძელებთ წევრობისთვის მომზადებას.

ჩვენთვის ძალიან შთამბეჭდავია თქვენი პროგრესი რეფორმებში და ეს რეფორმები უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
დონალდ ტრამპის თქმით, “საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ არა ახლა”. ტრამპს ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე ვრცლად არ უსაუბრია და მხოლოდ ამ პასუხით შემოიფარგლა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები