ლევან იზორია: ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნატო რჩება ღია კარის პოლიტიკის ერთგული, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ლევან იზორიას განცხადებით, მნიშვნელოვანი დეკლარაცია იქნა მიღებული ბრიუსელში გამართულ ნატოს სამიტზე – ერთი დეკლარაცია სამიტის, ხოლო მეორე- ნატო-საქართველოს კომისიის, სადაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ნატო რჩება ღია კარის პოლიტიკის ერთგული, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის მიმართ.

მისი თქმით, განსაკუთრებით ხაზგასმით იქნა აღნიშნული იმ რეფორმების და პროგრესის შესახებ, რომელიც ზოგადად ქვეყნას აქვს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და განსაკუთრებით თავდაცვის უწყებებში მიმდინარე მოდერნიზების და რეფორმებთან დაკავშირებით.

„ითქვა, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას განსაკუთრებით ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების კუთხით და იმ მთავარი მოთხოვნის შესრულების თვალსაზრისით, რაც უკავშირდება ადეკვატურ დაფინანსებას. რაც იყო ყველაზე მწვავე თემა, რომ ქვეყნებმა მშპ-ს 2%, ხოლო თავდაცვის ბიუჯეტიდან 20 პროცენტი მიმართონ ძირითად შეიარაღებაზე. საქართველო ამ თვალსაზრისით არის მოწინავე პარტნიორი ქვეყანა და სამაგალითო სხვა ქვეყნებისთვის. ასე რომ, ეს იქნა თვალნათლივ აღიარებული და დადასტურებული. ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა, არის ისევ ძალაში. ყველა წევრმა ქვეყანამ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ საქართველოს ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა ამ გზაზე“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები