მერაბ კოსტავას პოეზიის საღამო გაიმართება

14 ივლისს, 18:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში მერაბ კოსტავას პოეზიის საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მერაბ კოსტავას ლიტერატურულ მემკვიდრეობას მკითხველთა ფართო წრე მხოლოდ მერაბის გარდაცვალების შემდეგ გაეცნო.
საქართველოს ეროვნულმა გმირმა, მერაბ კოსტავამ, მოღვაწეობის განმავლობაში, მრავალმხრივი ნიჭის წყალობით არაერთ სფეროში სცადა თავისი ძალები. იგი იყო იშვიათი მონაცემების მქონე პიანისტი, მუსიკათმცოდნე, თეატრალური კრიტიკოსი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი, პედაგოგი და პოეტი.
იყო ბეთჰოვენის, შოპენის, გრიგის, ვაგნერის და შუბერტის უბადლო შემსრულებელი. დიდი გემოვნების მქონე მუსიკალური შემფასებელი კლასიკურ მუსიკას ფილოსოფიასთან განუყრელ კავშირში განიხილავდა.  საკმარისია მის პოეზიას თვალი გავადევნოთ და თვალწინ წარმოგვიდგება მ. კოსტავას შფოთიანი, მძიმე, ცხოვრებისეული ქარტეხილებით აღსავსე მოწამეობრივი ცხოვრება. მის პოეზიას, თავისი ბიოგრაფიის მსგავსად, ლაიტმოტივად გასდევს რწმენა, იმედი და დამოუკიდებელი საქართველოს იდეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები