რაზე ესაუბრა გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს – პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტზე, ნატო-საქართველო – უკრაინის ფორმატის სხდომის ფარგლებში აშშ-ს პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან მოკლე შეხვედრა გამართა, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერება აშშ-სთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით ისაუბრა იმ ინიციატივებზე, რომელიც დაიწყო მიმდინარე წლის მარტში, ვაშინგტონში მისი ვიზიტისას, რაც გულისხმობს ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაციას და გამოხატულია საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიციატივაში. გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტრამპთან ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომლის გახსნაც შეიძლება ამ ურთიერთობების გაძლიერებისათვის. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ის როლი საქართველოს ნატო-ში დაჩქარებული ინტეგრაციის გზაზე“,- აცხადებენ ადმინისტრაციაში.

“კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქარველოს კონტრიბუცია საერთაშორისო მისიებში და საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა”, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები