თელავში ნაქარგების გამოფენა გაიმართება
14-15 ივლისს, ქალაქ თელავში, ვახვახიშვილების კოშკის კულტურის ცენტრში, გაიმართება ნაქარგების გამოფენა. აღნიშნულთან დაკავშირებით მქარგველთა ჯგუფის ადმინისტრატორი ნინო მდინარაძე განცხადებას ავრცელებს:
„2018 წლის 3 თებერვალი დაწესდა საქართველოს მქარგველთა დღედ. შეიქმნა საკუთარი ლოგო. სწორედ ამ დღეს გადაწყდა, აქტიურად ჩავრთულიყავით ამ ულამაზესი დარგის პოპულარიზებაში.
გვსურს, საზოგადოებას გავაცნოთ ის ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ქმნიან შედევრებს. ჩვენი მიზანია გამოფენების მოწყობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ჩვენი ჯგუფი მუდმივად მზადაა, მიიღოს ახალი წევრები, რათა ერთად შევძლოთ ხელოვნების ამ დარგის პოპულარიზება.
ჯგუფი გეგმავს დამეგობრებას სხვადასხვა ქვეყნების მქარგველთა საზოგადოებასთან“, – აცხადებს მდინარაძე.
გამოფენაში მონაწილეობენ:
ნინო მდინარაძე – თბილისი – ჯვარედინი ნაქარგი;
ქეთევან კობიაშვილი -თბილისი – ჯვარედინი ნაქარგი;
გულიკო ჩახვაშვილი – თბილისი – ჯვარედინი ნაქარგი;
მაკა შერმადინი – თბილისი – ჯვარედინი ნაქარგი;
მარინა ლაგვილავა – თბილისი – ჯვარედინი ნაქარგი;
ნინო იოსებაშვილი – თელავი – ჯვარედინი ნაქარგი;
ნინო ქამუშაძე – საჩხერე – ჯვარედინი ნაქარგი;
მაია არაყიშვილი – თბილისი – ლენტებით ქარგვა;
ელზა თუშაბრამიშვილი – თელავი – ჯვარედინი ნაქარგი;
სოფიო ჩხიკვაძე – თბილისი – ჯვარედინი ნაქარგი.