“რაგბის ზაფხულის თასი 2018” ორ ტურად, 28 ივლისსა და 3 აგვისტოს გაიმართება

ცხელი სარაგბო ზაფხული საქართველოში გრძელდება – ივლისის ბოლოს თბილისი ოთხთა ტურნირს უმასპინძლებს – “რაგბის ზაფხულის თასი” (Rugby Summer Cup 2018) საქართველოში პირველად იმართება.

წლევანდელი ტურინირის სპონსორია „თი-ბი-სი“ და მასში ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას – ფრანგული ტოპ 14-ის გრანდი ‘რასინგ 92’ (Racing 92), ბრაზილიის ეროვნული ნაკრები და არგენტინა XV, ხოლო მეოთხე გუნდი იქნება ‘საქართველო XV’ (‘A’ ნაკრები, ყოფილი მზარდი საქართველო).

ტურნირის ოფიციალური პრეზენტაცია 11 ივლისს “თი-ბი-სი” ბანკის სათაო ოფისში (მარჯანიშვილის 7) შედგა. Rugby Summer Cup-ის შესახებ სრკ-ს პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და „თი-ბი-სის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანმა ისაუბრეს.

   ტურნირის შესახებ:

ტურნირი ორ ტურად – 28 ივლისსა და 3 აგვისტოს მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება – 28 ივლისს საქართველო XV არგენტინა XV-ს, ხოლო „რასინგი“ ბრაზილიის ნაკრებს შეხვდება; 3 აგვისტოს „რასინგი“ არგენტინა XV-ს ეთამაშება, საქართველო XV კი ბრაზილიას შეხვდება.

მოგებული გუნდი 4 სატურნირო ქულას მიიღებს და თუ გამარჯვებული მეტოქეს 3-ზე მეტ ლელოს გაუტანს, ერთ ბონუს ქულასაც მიითვლის. 7 და ნაკლები ქულით მარცხი ასევე 1 ქულად ფასობს, ხოლო ფრეზე ორივე გუნდი 2-2 ქულას ჩაიწერს.

მონაწილე გუნდების შესახებ ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე Rugby.ge

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები