თეა წულუკიანი მთავარი პროკურორობის კანდიდატის შესარჩევ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს

“თეა წულუკიანი პროკურორობის კანდიდატის შესარჩევ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს”, – ამის შესახებ “პირველ არხს” იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს.

საპროკურორო საბჭოს სხდომა მინისტრმა გახსნა. როგორც უწყებაში განმარტავენ, თეა წულუკიანი საპროკურორო საბჭოს სხდომას წარმართავს, თუმცა კანდიდატებს კითხვებს არ დაუსვამს.

საპროკურორო საბჭო დღეს მთავარი პროკურორობის ერთ კანდიდატს კენჭისყრით შეარჩევს. მანამდე კი, კანდიდატებს გაესაუბრება, მათ ხედვებსა და გეგმებს მოისმენს. მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატებად საბჭოში შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშივილი იყვნენ წარდგენილი. თუმცა, შალვა შავგულიძემ დღეს საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები