ოთარ კახიძემ საპროკურორო საბჭოს სხდომა დატოვა

საპროკურორო საბჭოს წევრმა, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ოთარ კახიძემ საპროკურორო საბჭოს სხდომა დატოვა.

კახიძე მოითხოვდა, რომ სხდომა მედიისთვის ღია ყოფილიყო, თუმცა საბჭომ მისი პოზიცია არ გაიზიარა.

„სხდომის დაწყებისთანავე დავაყენე საკითხი, რომ კანდიდატებთან გასაუბრება მედიისთვის ღია ყოფილიყო, როგორც არის ღია კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცესი. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ მიიღოს პასუხები ლაივრეჟიმში კანდიდატებისგან და შეაფასოს მათი კვალიფიკაცია, მაგრამ საპროკურორო საბჭომ ეს მოთხოვნა არ გაიზიარა სხდომა იქნება დახურული და მე ვერ ვხედავ აზრს, მივიღო მონაწილეობა ამ პროცესში“, – განაცხადა კახიძემ.

იუსტიციის სამინისტროში საპროკურორო საბჭო დღეს მთავარ პროკურორს შეარჩევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები