მაკა ჩიჩუამ ბავშვთა ადრეული განვითარების პროექტის პარტნიორებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ბავშვთა ადრეული განვითარების პროექტის პარტნიორებს სამუშაო შეხვედრაზე უმასპინძლა. აღნიშნული პროექტი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს კომუნიკაციის ენისა და მეტყველების თერაპევტების პროფესიულ მომზადებას, მსოფლიოში არსებული თანამედროვე სტანდარტების მიხედვით.

შეხვედრაზე პირველმა ლედიმ,  პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მხარეებმა პროექტის მიმდინარეობა შეაფასეს და სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს.

ბავშვთა ადრეული განვითარების პროექტის ფარგლებში, ისრაელის „მაშავის” ფონდის  მხარდაჭერით, საქართველოში იმყოფებიან  კომუნიკაციის ენისა და მეტყველების თერაპიის ექსპერტები, რომლებიც ქართველ სპეციალისტებს  კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს ჩაუტარებენ.

პროექტი საქართველოს პირველი ლედის ინიციატივით ხორციელდება და მისი პარტნიორები ისრაელის საელჩო საქართველოში, „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო” და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები