„20 წელია, რაც გულში ვარ დაჭრილი. ალბათ არასდროს გავიღიმებ… ღმერთო, მომეცი ძალა და გამძლეობა, რომ ჩემს საყვარელ ბიჭუნას ზრუნვა არ მოვაკლო”

20 წლის ედმონ ავაკიანი ფსიქიკური და თავის ტვინის დაავადებებით იტანჯება, ხოლო  I ტიპის შაქრის დიაბეტი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.

ედმონ ავაკიანს კრუნჩხვები შეიძლება ნებისმიერ დროს დაეწყოს და არავინ იცის რაში შესაძლოა გადაიზარდოს მისი პათოლოგიური ქცევა. ახალგაზრდას არ ძალუძს ლაპარაკი, იგი მხოლოდ გარკვეულ ბგერებს გამოსცემს, როდესაც რაღაც აწუხებს. ედმონი საჭიროებს 24-საათიან მეთვალყურეობას, მისი მარტო დატოვება ერთი წუთითაც კი არ შეიძლება, რადგან თავს ვერ აკონტროლებს.

ედმონს უვლის დედა, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს შვილისთვის, მაგრამ საშინელი სიდუხჭირე, რომელიც მათ ოჯახში სუფევს, აფერხებს ავადმყოფის სათანადო მკურნალობასა და მოვლას. ხშირად მათ არ გააჩნიათ მედიკამენტების, ჰიგიენური საშუალებების და საკვების საყიდელი ფული…

როდესაც ედმონი პატარა იყო, მამამ მიატოვა ოჯახი, უცხოეთში გაემგზავრა და მას შემდეგ არ გამოჩენილა.  ავადმყოფი ბავშვის მოვლა-პატრონობა მთლიანად დააწვა დედას, რომელსაც არავინ ეხმარება. „20 წელია, რაც გულში ვარ დაჭრილი. ალბათ არასდროს გავიღიმებ და არაფერი გამახარებს აწი. ღმერთო, მომეცი ძალა და გამძლეობა, რომ ჩემს საყვარელ ბიჭუნას არ მოვაკლო ზრუნვა, შეუმსუბუქე მას მძიმე ხვედრი“,- ამბობს ედმონის დედა 44 წლის ალვინა ვართანიანი.

ედმონს გადაადგილება მხოლოდ ოთახში შეუძლია. ეზოში ეტლით გაჰყავთ, თუმცა იქ მარტო ერთი წუთითაც  ვერ ტოვებენ, რადგან ბიჭი კარგავს ორიენტირს და შესაძლოა ეტლიდან ძირს გადავარდეს!

პენსია და სოციალური შემწეობა – ეს არის ამ ოჯახის მთელი შემოსავალი. მათ ძალიან უჭირთ! ედმონი უპირველეს ყოვლისა საჭიროებს მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს და საკვებ პროდუქტებს.

მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ მათ დახმარების ხელი, არ დავტოვოთ დედა-შვილი ლუკმა-პურის გარეშე, გავუთბოთ მათ გულები! ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!

ედმონის დასახმარებლად თანხის გადარიცხვა შესაძლებელია “ჩერნოვეცკის ფონდის” ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ედმონ ავაკიანი), ან ფონდის საიტიდან:

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები