ნიკოლოზ რაჭველი: „თავს ვხრი თქვენ წინაშე და არც კი ვიცი, როდის გაგისწორებთ თვალს“…

კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი ამერიკული ოჯახის შემზარავი მკვლელობას ფესიბუქსტატუსით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის წილს თავადაც იღებს საკუთარ თავზე მომხდარის გამო.
„ვერ ვუყრი თავს ვერანაირ ტექსტს… ვერც აზრს… ვერც პოზიციას… ვერც განცდას… დღეს ძალიან ბევრი თანამემამულის მოსაზრება წავიკითხე, მოვისმინე… ყველა თავისებურად გამოხატავს ტკივილს, სიბრაზეს, გვემას…
ღმერთმა დაუმკვიდროთ სასუფეველი ჩემს სამშობლოში ჩემი უღმერთო თანამემამულის მსხვერპლთ… პასუხისმგებლობის წილს მეც ვიღებ ჩემს თავზე, რადგან, როგორც ჩანს, არასაკმარისად ვზრუნავ მშვიდობაზე, კაცთმოყვარეობაზე, მასპინძლობაზე, სიკეთეზე, სიყვარულზე… და თუ საბოტაჟია (არ მგონია ოღონდ), მაშინ სიფრთხილეზეც… არასაკმარისად ვზრუნავთ ერთმანეთზე… მაპატიეთ, ზეციურ სამყაროში გარდასახულო სტუმრებო, თავს ვხრი თქვენ წინაშე და არც კი ვიცი, როდის გაგისწორებთ თვალს… მაქვს კი ამის უფლება? სამწუხაროდ – არა“! – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები