“ერგნეთში მიმდინარე შეხვედრაზე მთავარი საკითხი ტატუნაშვილის საქმე იქნება”

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყების წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, მთავარი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის საქმე იქნება.
„დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტს. მზად ვართ, ყველა ფაქტზე ვისაუბროთ კონსტრუქციულად. რა თქმა უნდა, არის წითელი ხაზები. არსებობს კონსოლიდირებული პოზიცია ცალკეულ საკითხებზე. რაც შეეხება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას, ამაზე კომენტარები უკვე გაკეთდა. თუ შეხვედრის მონაწილეები წამოჭრიან ამ საკითხს და გაუჩნდებათ კითხვები, მზად ვართ, პასუხი გავცეთ. ასევე, ვისაუბრებთ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების გახშირებულ ფაქტებზე“, – განაცხადა შეხვედრის დაწყების წინ ირაკლი ანთაძემ.
ცნობისათვის, დღევანდელ შეხვედრაზე ათი საკითხია განსახილველი, ერთ-ერთი ოკუპირებულ ახალგორში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საქმე იქნება. ასევე, საუბარი შეეხება ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის დევნის შემთხვევებს და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები