ენძელა მაჭავარიანი დეპუტატებს “ავტობუსის და ლიმუზინის” დეპუტატებად ყოფს

დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე, რეგლამენტთან დაკავშირებით ერთმანეთს მმართველი გუნდის წევრები დაუპირისპირდნენ.
საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ამბობს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი უნდა იყოს მხოლოდ თბილისი და სხდომები დედაქალაქში უნდა ტარდებოდეს. მეორე საკითხი კი ეთიკის საბჭოს ეხება.
დეპუტატები დაობენ უნდა არსებობდეს თუ არა საკანონმდებლო ორგანოში ეთიკის საბჭო. კამათის საგანი გახდა ფრაქციების უფლებები და მინისტრების დაბარების საკითხიც.
„დღეს გვაქვს ლიდერშიპი დავუშვათ ეს კომიტეტების ხელმძღვანელების, რომლებიც განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობენ. და დანარჩენი დეპუტატები, რომლებიც ავტობუსის და ლიმუზინის დეპუტატები ვართ ამ პარლამენტში… კრიტიკა ერთნაირად მოდის ყველაზე“,-განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები