თეა წულუკიანი არ აკონკრეტებს დარჩება თუ არა მინისტრთა კაბინეტში – ამას მინისტრი არ წყვეტს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ აკონკრეტებს დარჩება თუ არა მინისტრის პოზიციაზე.
​როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილების პრეროგატივა პრემიერ-მინისტრს აქვს.
“მინისტრი დარჩება თუ არა პოზიციაზე-არც ერთ ქვეყანაში ამას თავად მინისტრი არ წყვეტს, ის ბოლოს იღებს გადაწყვეტილებას სურს თუ არა პოზიციაზე დარჩენა, ამ გადაწყვეტილების მიღების საკითხი ჯერ ნაადრევია, რადგან უნდა გამოქვეყნდეს კანონები, რომელთაც “მცირე მთავრობის” კონცეფცია უნდა შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში, ამის შემდეგ, კანონით დადგენილი წესით საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს შემადგენლობას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები